თურქეთში, კონიის პროვინციაში Airbus A300 დაიწვა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც რესტორანი.
რესტორან-თვითმფრინავს ხანძარი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. ინციდენტისას არავინ არ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია. თუმცა ერთ-ერთ მიზეზად ელექტრო სისტემის გაუმართაობა სახელდება. გამოძიება ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიასაც განიხილავს.