„ლოუკოსტერმა“ Ryanair-მა აიღო ვალდებულება, რომ 2023 წლიდან ბორტზე პლასტმასის ატრიბუტიკას აღარ გამოიყენებს.

აღნიშნულის შესახებ საუბარია Megatrends Shaping the Future of Travel-ში, რომელიც ანალიტიკურმა კომპანია Euromonitor International-მა გამოაქვეყნა.

კომპანია გეგმავს უარი თქვას ყველა სახის პლასტმასის ჭურჭელზე, რომელის შემდგომი გადამუშავებაც აღარ ხდება.

სანაცვლოდ Ryanair-ი ბორტზე ბიოდეგრადირებად ჭიქებს და ხის დანა-ჩანგალს გამოიყენებს, რომელიც პოლიეთილენის ნაცვლად ქაღალდის პაკეტში იქნება მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ უკვე ბევრმა ცნობილმა ბრენდმა განაცხადა, რომ პლასტმასზე უარს ამბობს, მათ შორის არიან Alaska Airlines-ი და American Airlines-ი, Marriott-ი, Hilton-ი, AccorHotels-ი და Hyatt-ი. კომპანიები სხვა ეკოლოგიურ ალტერნატივებს ეძებენ.