ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის ავიაბილეთების შეძენა უკვე კომპანიის საიტზეცაა შესაძლებელი.

ვებ-გვერდი http://www.mywayairlines.com/en უკვე გამართულად მუშაობს და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით Myway Airlines-ის ავიაბილეთების შეძენა ყველაზე დაბალ ფასში სწორედ აღნიშნულ საიტზეა შესაძლებელი.

სწორედ აღნიშნული საიტისა და Myway Airlines-ის Facebookის გვერდით საშუალებით პირველი მიიღებთ ინფორმაციას ავიაკომპანიის სიახლეებისა და და აქციების შესახებ.

Myway Airlines-ი ამ დროისათვის რეისებს ასრულებს ბუდაპეშტის, რომის, ათენის, თელ-ავივის, კიევისა და ხარკოვის მიმართულებით.

Myway Airlines-ის უახლოეს გეგმებში შედის რეგულარული ავიარეისების დაწყება დიუსელდორფისა და მიუნხენის მიმართულებით. აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირებისათვის ავიაკომპანიას შესაბამისი ნებართვა უკვე მიღებული აქვს.