პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა უკრაინული ავიაკომპანია Antonov Airlines-გან  ორი ერთეული 4 ძრავიანი An-124 “Ruslan”-ი დაიქირავა.

აღნიშნული თვითმფრინავები მომღერალს ბრიზბენიდან (ავსტრია) ოკლენდში (ახალი ზელანდია) საკუთარი მუსიკალური აპარატურის გადასატანად დასჭირდა.

ორივე “Ruslan”-ი დანიშნულების ადგილზე დროულად ჩაფრინდა და თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა.
ამ დროისათვის Antonov Airlines-ი ექსპლუატაციას 7 ერთეულ An-124 “Ruslan”-ს უწევს.