თურქეთში მუზეუმების მომსახურების ფასი იზრდება. როგორც ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში განმარტავენ, ქვეყნის წამყვან 55 მუზეუმებში ტარიფის ზრდა 1-ელი ოქტომბრიდან მოხდება და ფასების ზრდა 20-50%-ის ფარგლებში იქნება.

მაგალითისათვის აიასოფიასა და ტოპკაპის სასახლეში შესასვლელი ბილეთის ფასი 50%-ით გაიზრდება. პამუკალეში შესასვლელი ბილეთის ფასი 35 ლირადან 50 ლირამდე გაიზრდება.