ბათუმში მდებარე ყოფილი Leo Grand-ი ნაწილობრივ გაიხსნა. როგორც Welmond Hotel & Casino Batumi-ს (ყოფილი Leo Grand-ი) ადვოკატი კახა წერეთელი განმარტავს,  Welmond Hotel-ს ხუთ სართულზე სტუმრების მიღება უკვე შესაძლებელია.

ადვოკატის თქმით, სასტუმროს ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნები დაკმაყოფილდა და ის სტუმრების მისაღებად  სრულიად უსაფრთხოა.

კახა წერეთლის განმარტებით,  უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილებისათვის სამუშაოები სამომავლოდაც გაგრძელდება და დაახლოებით, 1 თვეში სასტუმრო  Welmond Hotel-ი  მთლიანად გაიხსნება.

რაც შეეხება, სასტუმროში განთავსებულ კაზინოს, ის უკვე ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Welmond Hotel-ი 17 აგვისტოს დალუქა. მიზეზი სასტუმროს მენეჯმენტისთვის მიცემული 43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3-4 რეკომენდაციის შესრულება იყო.