ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის 2019 წლის ზაფხულის განრიგი უკვე ხელმისაწვდომია. ზაფხულის სეზონის ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ Wizz Discount Club-ის წევრებს, 21 სექტემბრიდან კი რეისები ყველა მგზავრისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, Wizz Air-მა საქართველოს რეისებზე თითქმის 226,000 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 79%-ით აღემატება. Wizz Air-ის ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში ხაზს უსვამს 2018 წელს ქუთაისის აეროპორტში დაწყებული 7 ახალი ავიამიმართულება: 17 მაისიდან ავიაკომპანია რეგულარულად ახორციელებს რეისებს ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით და ავიამიმოსვლას ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით. ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებები ქმნის უამრავ შესაძლებლობას საქმიანი ვიზიტებისთვისა თუ დასასვენებლად მოგზაურთათვის.

ექვსწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air საქართველოში მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 20 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას, რასაც17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდის დამატება ადასტურებს. აღნიშნული გადაყვეტილება 101 მილიონი  დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს. Wizz Air საქართველოში ოპერირებით ხელს უწყობს 70 ადგილობრივი სამუშაო ადგილის შექმნას საავიაციო და ტურისტულ ინდუსტრიებში. ამასთან, 2019 წელს Wizz Air-ის გუნდი მოგზაურებს 700,000-ზე მეტ სამგზავრო ადგილს შესთავაზებს.

საერთო ჯამში, 2018 წელს Wizz Air-ის მრავალფეროვან ქსელს 44 ქვეყნის მასშტაბით 125-ზე მეტი ახალი ავიამიმართულება და 700-მდე დამატებითი ყოველკვირეული რეისი ემატება.  ავიაკომპანია აგრძელებს მომსახურების გაფართოებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, რასაც დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის სტიმულირება და ფრენის შესანიშნავი გამოცდილებით კმაყოფილი მგზავრების ნდობა და ლოიალობა განაპირობებს. Wizz Air-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმ ქვეყნების ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებაში, რომელშიც ავიაკომპანია ოპერირებს. Wizz Air მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს საავიაციო სექტორში დასაქმებისა და ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობას.

 „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ხელმისაწვდომი გავხადოთ 2019 წლის ზაფხულის სეზონის განრიგი, ახალ საინტერესო მიმართულებებსა და კარგად დამკვიდრებულ სერვისებთან ერთად. ქართველი მოგზაურებისთვის დღესდღეობით ხელმისაწვდომია 14 ქვეყნის 20 მიმართულება, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ერთგულ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, რომ მომავალი გაზაფხულისა და ზაფხულის დასვენების დაგეგმვა Wizz Air-ის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ბილეთების მოძებნით დაიწყონ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის ზაფხულის სეზონის ბილეთები მხოლოდ Wizz Discount Club-ის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, გახდნენ ჩვენი ფასდაკლების კლუბის წევრები და ყველაზე ადრე ისარგებლონ საუკეთესო შესაძლებლობებით www.wizzair.com-ზე“, აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრას რადომ.