2021 წლიდან მოგზაურობისა და ავტორიზაციის შესახებ ახალი ევროპული საინფორმაციო სისტემა ამოქმედდება
ევროპის საბჭომ ევროპული მოგზაურობისა და ავტორიზაციის საინფორმაციო სისტემის დადგენის რეზოლუცია (ETIAS) უკვე მიიღო.
თუმცა ძალაში შესვლამდე, რეზოლუციის საბოლოო ვერსიას ხელი უნდა მოაწერონ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში. საბოლოო ტექსტი ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება.
დაგეგმილია, რომ ETIAS ძალაში 2021 წლიდან შევა.
სისტემა განკუთვნილია წინასწარი გამოკვლევისთვის იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები და აპირებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას.
სისტემის დანერგვის მთავარი მიზანი ევროკავშირის ქვეყნების შიდა უსაფრთხოების გაზრდა და უკანონო იმიგრაციის თავიდან აცილებაა.
ავტორიზაციის გავლა მოხდება ონლაინ, ღირებულება 7 ევრო იქნება და 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს დამტკიცდა შენგენის ტერიტორიაზე შესვლის ახალი წესები.