თურქეთსა და სომხეთს შორის დაძაბულობის გამო, რომელთა საზღვრები 1993 წლიდან ჩაკეტილია, პირდაპირი ფრენები 2 თებერვალს იწყება.

თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში ორივე ქვეყანამ სპეციალური წარმომადგენლები დანიშნა რა, მათ შორის პირველი პირისპირი შეხვედრაც გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პირველი ფრენები ორმხრივად 2 თებერვალს დაიწყება. FlyOne Armenia-ს თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში თურქეთის დროით 19:50 საათზე დაეშვება. Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი კი საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან იმავე დღეს 23:35 საათზე აფრინდება და  ერევანის მიმართულებით გაემგზავრდება. თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი  კვირაში 3 რეისს (ორშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი) შეასრულებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან-ერევანის მიმართულებით, ხოლო FlyOne Armenia-ს თვითმფრინავიც ერევნიდან, აეროპორტ “სტამბოლის” მიმართულებით, ფრენებს კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) შეასრულებს.