კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ მიზნით ავიაკომპანია საქართველოდან რეისებზე მგზავრებს ბილეთებზე 10%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

“განიცადეთ ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები და უსაფრთხოების უახლესი ზომები, როდესაც მოგზაურობთ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიით და ისიამოვნეთ უწყვეტი კავშირებით ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის მეშვეობით”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.

აქცია ეხება 6 თებერვლამდე შეძენილ ბილეთებს და აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთებით მოგზაურობა 31 მარტამდე უნდა დაიგეგმოს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ qatarairways.com/tradeportal ან დაუკავშირდით Qatar Airways-ის ადგილობრივ გაყიდვების წარმომადგენელს.