თურქეთმა COVID-19-ის პანდემიის გამო, ავიაგადაზიდვების ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის ბორტზე ხელბარგის ატანა ნებადართული აღარ არის. იცვლება ასევე თვითმფრინავში მგზავრთა ჩასხდომის და ჩამოსვლის წესებიც.

Turkish Airlines-ის გენერალური დირექტორი ბილალ ეკში განმარტავს, რომ თვითმფრინავის ბორტზე სავალდებულო ხდება პირბადის ტარება.

“თქვენ მოგიწევთ პირბადის ტარება, ასევე თან უნდა გქონდეს სათადარიგო პირბადე, რათა მაქსიმუმ 4 საათში ჩაანაცვლოთ. ასევე სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა, სადაც ეს შესაძლებელია”, განაცხადა ეკშმა.  

მან ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ფრენებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ბევრი სერვისი ონლაინ რეჟიმში წარიმართება. 

“ხელბარგი აღარ იქნება. დასაშვებია მხოლოდ პატარა ჩანთის ატანა”, განაცხადა Turkish Airlines-ის ​ხელმძღვანელმა. 

მისივე ცნობით იცვლება ჩასხდომა/გადმოსვლის წესებით. თვითმფრინავის ბორტზე პირველები ავლენ ის მგზავრები, რომლებიც საჰაერო ხომალდის ბოლოსკენ სხედან, ხოლო გადმოსვლისას კი პირიქით იქნება.