ბრაზილიის მთავრობა 2022 წლის ბოლომდე ქვეყნის 43 აეროპორტის გაყიდვას აპირებს. ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოელის, რომ ამ გზით ქვეყნის ეკონომიკაში 5,5 მლრდ დოლარი შევა. მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანა 22 აეროპორტის ოპერირების უფლების აუქციონის წესით გაცემას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე კერძო ინვესტორებმა აუქციონის გამართვა 2021 წლისთვის ითხოვეს. 

რაც შეეხება პრივატიზაციის მეორე ეტაპს, ის 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.