იანვარ-ივლისში თურქეთის პორტებში შესული საკრუიზო გემების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40-ჯერ გაიზარდა და 437-ს მიაღწია, – განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ.

მთლიანობაში, ამ პერიოდში თურქეთმა მიიღო დაახლოებით 376 924 საკრუიზო გემის მგზავრი. უფრო მეტიც, ქალაქ კუშადასის ნავსადგური გახდა ლიდერი პორტებს შორის რეგისტრირებული მოგზაურების რაოდენობის მიხედვით: დაახლოებით 220 ლაინერი აქ იყო დროებით “დამაგრებული”.

სტამბოლის ახალმა თანამედროვე პორტმა, გალათაპორტმა 7 თვეში მიიღო 79 გემი, ხოლო ბოდრუმის პორტმა 45 ხომალდი.

თუ შევადარებთ საკრუიზო ტრაფიკის მოცულობას თვეების მიხედვით, ყველაზე ცხელი თვე იყო მაისი, რა დროსაც თურქეთის პორტებს 136 საკრუიზო გემმა მიაკითხა.