Large object falls to ground next to Maine State Capitol.

აშშ-ში, მეინის შტატის კაპიტოლიუმის პოლიციელის სიცოცხლეს  კინაღამ მოკლა თვითმფრინავის ნაწილმა, რომელიც ციდან ჩამოვარდა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

პარასკევს, 12 აგვისტოს, პოლიციელ კრეიგ დონაჰუდან ორ მეტრში, როდესაც ის შესვენებიდან სამსახურში დაბრუნდა, ციდან ლითონის ნივთი ჩამოვარდა.

დონაჰუმ ინციდენტი ავგუსტას აეროპორტსა და ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას შეატყობინა. მას მიაჩნია, რომ ნაწილი დიდი სამგზავრო თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.

მისი თქმით, ობიექტის სიგრძე იყო 18 სანტიმეტრი, სიგანე 12 სანტიმეტრი და იწონიდა დაახლოებით 3,5 კილოგრამს.

აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია იძიებს, სად რა ვითარებაში მოხდა ციდან აღნიშნული დეტალის ვარდნა.