icon with line, solid, color style

თურქეთის სახელმწიფო აეროპორტის მმართველი ორგანო (DHMİ) ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში წყნარი აეროპორტის კონცეფციას ამუშავებს. შედეგად კი აეროპორტების ტერმინალებში ხმოვანი შეტყობინებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

DHMİ-ს ხელმძღვანელი ჰუსეინ კესკინი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიახლე მგზავრებს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. 

მისი განმარტებით, ფრენების შესახებ ძირითადი ინფორმაცია მხოლოდ შესაბამის ტაბლოებზე იქნება ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ წყნარი აეროპორტის კონცეფცია თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ხმოვანი შეტყობინებების რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნადაა შემცირებული შემდეგ აეროპორტებში: ჰელსინკი, ბარსელონა, ლონდონი, დუბაი, მიუნხენი, კეიპტაუნი და სინგაპური.