თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მიმდინარე წელს 78-80 მლნ მგზავრის მომსახურებას პროგნოზირებს. ავიაკომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს Turkish Airlines-ი ​შიდა ბაზარზე 31,5-33 მლნ მგზავრის, ხოლო საერთაშორისო რეისებზე 46-47 მლნ მგზავრს მომსახურებას იმედოვნებს. 

ამ დროისათვის Turkish Airlines-ის რეისების დატვირთულობა საშუალოდ 81-81%-ს შეადგენს. ავიაკომპანიის მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ ეს მაჩვენებელი წელს 8,5-10%-ით აუცილებლად გაიზრდება. 

გარდა მგზავრთნაკადისა, Turkish Airlines-ი ​2020 წელს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებითაც გეგმავს გააქტიურებას. ავიაკომპანიაში მიაჩნიათ, რომ წელს მათ მიერ განხორციელებული სატვირთო გადაზიდვები 7-8%-ით გაიზრდება და 1,60-1,65 მლნ ტონას მიაღწევს.

ავიაკომპანიის მენეჯმენტის გათვლებით, 2020 წელს კომპანია გაყიდვებიდან მიღებული კონსოლიდირებული შემოსავალი $14,5-14,8 მლრდ იქნება.