შეხვედრებისა და კონფერენციების საერთაშორისო ასოციაციის (ICCA) ექსპერტებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელებამ მსოფლიოს მასშტაბით უკვე გავლენა მოახდინა MICE-ინდუსტრიაზე.

ყველაზე მეტი გაუქმებები და ცვლილებები მოდის აზია-წყნარიოკეანის რეგიონზე. ჩინეთში, სადაც წელს 1065 საქმიანი ღონისძიება იყო ჩანიშნული, 34%-ზე მეტი უკვე გადატანილია, 5%-ი საერთოდ გაუქმებულია, ხოლო 5%-ი სხვა ქვეყანაშია გადატანილი.  

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის გარეთ, მხოლოდ სამი ღონისძიება გადაიდო, რომელთაგან ორი დაგეგმილი იყო ევროპაში, ხოლო ერთი აფრიკაში.

”ახლა MICE-ინდუსტრიამ უნდა აჩვენოს მაქსიმალური მდგრადობა და ნდობა, ხოლო ღონისძიებები შეძლებისდაგვარად, უნდა განხორციელდეს გრაფიკით. თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ ICCA ყოველთვის დაეხმარება ორგანიზატორებს ალტერნატივების მოძიებაში”- ამბობს ICCA -ს პრეზიდენტი ჯეიმს რისი.