ავიაკომპანია Lufthansa ხარჯების შემცირების პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა, რათა ავიაკომპანიამ მოახერხოს კორონავირუსის შედეგად  უარყოფითი ეკონომიკური გავლენისგან თავის დაღწევა. 

ამ დროისათვის Lufthansa Group-ს ავიაფლოტში 13 თვითმფრინავის ზედმეტობა წარმოეშვა, რაც თავის მხრივ კორონავირუსის გამო რეისების გაუქმებას უკავშირდება.

გერმანულმა ავიაკომპანიამ პერსონალის რაოდენობის “გაყინვა” გადაწყვიტა და ამ ფონზე მათ უხელფასო შვებულებაში გასვლა შესთავაზა. ასევე, ავიაკომპანია განიხილავს საკუთარი თანამშრომლების ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის შესაძლებლობას.