ძირითად სიძნელეები და პრობლემები რომელიც ინდუსტრიას აწუხებს დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან, – აცხადებს Wizz Air-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი BM TV-ს გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე გიორგი მოლოდინაშვილთან ერთად“. ჯოზეფ ვარადი განმარტავს, რომ თუ ადრე ავიაკომპანიის საოპერაციო დანახარჯების 30%-ს შეადგენდა საწვავი, დღეს უკვე დანახარჯების 50%-ი მოდის საწვავზე.
„ჩვენ როგორც ევროპული კომპანია ჩვენ ძალიან მოქმედებს დოლარი და ევროს კურსის ცვალებადობა. ამ ეტაპზე დოლარი უფრო ძვირია ვიდრე ევრო, რაც იწვევს გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს. ამავე დროს ძალიან გაძვირებულია საავიაციო საწვავი, მაგალითისთვის, თუ ადრე ჩვენი საოპერაციო დანახარჯების 30%-ს შეადგენდა საწვავი, დღეს უკვე დანახარჯების 50%-ი მოდის საწვავზე. საკმაოდ გაზრდილია ინფლაცია ყველა სექტორში, ასევე გაზრდილია ინფრასტრუქტურის სარგებლობის ხარჯები. ეს ყველა პრობლემები ერთიანად შტორმივით უტევს, მაგრამ ისეთი გამოწვევები როგორიცაა საწვავის ღირებულება, აქციების ფასი გარკვეული ციკლის მერე დასტაბილურება და გადაივლის. დიდი გამოწვევების პარალელურად არსებულ სიტუაციაში ძალიან დიდი შესაძლებლობებია ისეთი ავიაკომპანიისთვის, როგორიც Wizz Air-ია. ჩვენ ძალიან მყარად ვართ ლიკვიდურობის კუთხით, დღეისათვის ჩვენი ფინანსური რეზერვები ნაღდი ფულის სახით შეადგენს 1 მილიარდ 600 მილიონ ევროს, რომლის ინვესტირებასაც ვახდენთ სხვადასხვა შესაძლებლობის მიმართულებით. ეს იმ სიტუაციას გვაგონებს, როდესაც ადამიანი ტყეში შეხვდება დათვს და ის დათვზე სწრაფად კი არა, არამედ მის გვერდით მყოფ ადამიანზე სწრაფად უნდა გაიქცეს, რათა დათვს დაუსხლტეს ხელიდან. სწორედ ასეთ სიტუაციაშია ჩვენი ავიაკომპანია და ამ პროცესის დასაძლევად ვაგრძელებთ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და მათში ინვესტირებას. სულ ახალი ამბავია, რუმინეთში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, ცოტახნის წინ ერთი ავიაკომპანია გაკოტრდა რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს ბაზარი უფრო აგვეთვისებინა და დაგვემატებინა საჰაერო ხომალდები, რის საფუძველზე გაიხსნა არა ერთი ახალი მიმართულება რუმინეთიდან. და ამ ფორმით გავაგრძელებთ ჩვენი მიზნების რეალიზაციას“,- განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.
ვარადი აცხადებს, რომ მთლიან ინდუსტრიაში საკმაოდ რთული ფაზაა, მაგრამ ეს დროებითია და ბაზრებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად დასტაბილურდება.
„ცხადია მოთხოვნა მიწოდების შესაბამისად იცვლება ნეგატიური განწყობები. მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ინდუსტრიის ხარჯები განიცდის ინფლაციას და შესაბამისად ბილეთის ფასებშიც იქნება გარკვეული ინფლაციას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები შეინარჩუნებს უპირატეს პოზიციებს რეგულარულ ავიაგადაზიდვებთან მიმართებაში. თუ ჩვენ შევხედავთ ავიაციის სფეროს განვითარების ტრენდს, ფრენა ეს ინდუსტრიის ღრმად კომერციალიზაცია მოხდა, სადაც ხარჯების კომპონენტს და მის შემცირებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. სწორედ ამაზე ვახდენთ ფოკუსირებას და ინოვაციური ტექნოლოგიებით მეშვეობით ჩვენს ვცდილობთ მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და ასევე მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ბუნებას, რამეთუ ჩვენ ვართ მწვანე გარემოზე მზრუნველი ავიაკომპანია. ამ სტრატეგიით ჩვენ ვაგრძელებთ, რომ განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი და შესაბამისი მომსახურება მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ავიაკომპანია არასოდეს ყოფილა ამაზე კარგ პოზიციაში იმ გაგებით, რომ არსებული დიდი ტექნოლოგიური შესაძლებლობები გვაძლევს უპირატესობას ინდუსტრიაში არსებულ ბალანსთან მიმართებაში”, – Wizz Air-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.