American Airlines-ი ხანგრძლივ ფრენებზე პირველი კლასის ადგილებს აუქმებს, – აამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ვასუ რაჟამ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი კლასის ადგილების მიმართ მგზავრთა დაბალი ინტერესის გამო, ისინი ბიზნესკლასის ადგილებით ჩანაცვლდება.
„პირველი კლასის ადგილები აღარ იარსებებს American Airlines-ის Boeing 777, Boeing 787, ან მსგავსი ტიპის ბორტებზე, უბრალო მიზეზის გამო – ჩვენი მომხმარებელი მათ არ ყიდულობს. ბიზნესკლასის ადგილებზე სერვისის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაბამისად, პირველი კლასის ადგილების გაუქმებით, ჩვენ გავზრდით ბიზნესკლასის ადგილების რაოდენობას, რომელიც მგზავრების მხრიდან მეტად მოთხოვნადია“, – განაცხადა ვასუ რაჟამ.
პირველი კლასის ადგილები მხოლოდ შიდა რეისებზე შენარჩუნდება, რომელსაც American Airlines-ი Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.