თბილისსა და ვორონეჟს შორის პირდაპირი ავიარეისები იწყება. აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი აპრილიდან დაიწყებს.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ვორონეჟში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე მოხდა, სადაც ვორონეჟიდან საქართველოსა და კიდევ რამდენიმე მიმართულებით ფრენების დაწყების საკითხი განიხილეს.

წინასწარი ინფორმაციით, Georgian Airways-ი თბილისი-ვორონეჟის მარშრუტზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, განახორციელებს.

როგორც რუსული მედია წერს, ამ დროისათვის ავიარეისების დაწყების ზუსტი თარიღი, დრო და ავიაბილეთების ფასი უცნობია და ის ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება.