თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში სსიპ სსსტც „დელტას“ მიერ ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილი ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულით აბუ-დაბის პრინცი მისი უდიდებულესობა შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაინტერესდა.

პრინცი გაეცნო ქართული წარმოების უახლეს საარტილერიო მოდულს, გაესაუბრა ქართული მხარის წარმომადგენლებსა და გამოთქვა ქართული მხარის მიერ სამომავლო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, რომელთა შორის არის ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილი ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიულ შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებულ ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი GNM-60, მოდერნიზებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანას სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელები.