ქართული სამზარეულო და ხაჭაპური კიდევ ერთხელ გახდა მომხმარებლის რჩეული. რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია ,,af&co” 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ  ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს.

,,af&co” ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კოპმანიაა, რომელიც  რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის  წლის კერძად თავისი გემოს – ყველისა და კვერცხის ნაზავის,  ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

აჭარული ხაჭაპური წელს ასევე იყო  მომხმარებელთა რჩეული კულინარიული ვებ-გვერდის „Tasteatlas“ -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.