4 თებერვალს, ბრიუსელში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებები „ტულუზის დეკლარაციას“ შეურთდნენ, რომელიც 2050 წლისთვის საავიაციო სფეროში ნულოვან ემისიასა და დეკარბონიზაციას ისახავს მიზნად.
“გვიხარია, რომ ჩვენს მიერ მართვადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, შეურთდნენ „ტულუზის დეკლარაციას“, ჩვენ მზად ვართ გამოვიჩინოთ უფრო მეტი ინიციატივა და ჩავერთოთ აეროპორტების დეკარბონიაციის პროცესში”, – აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.