თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა. საუბარია, ქალაქების ლათინური ასოებით ტრანსკრიფციაზე.
უკრანული მხარს განმარტებით, აქამდე ქალაქების სახელების ლათინურად წერისას ზოგიერთი ქალაქის დაწერა რუსული ტრანსკრიფციით ხდებოდა, რაც ყველა ოფიციალური არხით ჩასწორდა.
2018 წლის ოქტომბერში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტრატეგიული კომუნკაციების ცენტრ StratCom Ukraine-თან ერთად დაიწყო ონლაინკამპანია #CorrectUA, რომლის მიზანიც უკრაინის ქალაქებისა და მათ შორის, დედაქალაქის სახელის ლათინური ასოებით წერის პოპულარიზაციას ისახავდა – #KyivNotKiev, #KharkivNotKharkov, #LvivNotLvov, #OdesaNotOdess.
ამის შემდეგ, მსოფლიოს აეროპორტებმა, ეტაპობრივად, თავიანთ ტაბლოებზე უკრაინული ქალაქების მართლწერის ჩაასწორება დაიწყეს.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ მათ დასახელებები უკვე შეცვალეს და ტაბლოზე Kiev-ის ნაცვლად Kyiv იწერება, Kharkov-ის ნაცვლად Kharkiv, Lvov-ის ნაცვლად Lviv-ი, ხოლო Odess-ას ნაცვლად Odesa.