ავიაკომპანია Georgian Airways-ი ზაფხულის სეზონზე თბილისიდან დამამის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს შეასრულებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 8 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩარტერული ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს განხორციელდება.  

დამამი – სპარსეთის ყურის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე უდიდესი საპორტო ქალაქი, მესამე უმსხვილესი ფინანსური ცენტრი  საუდის არაბეთსა და მთელს აღმოსავლეთ პროვინციაში.
თბილისსა და დამამს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადის ზრდას, ასევე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.