21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

“საქაერონავიგაციას” ახალი მეტეორადიოლოკატორი შესაძლებლობას მისცემს, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. მეტეორადიოლოკატორი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ EEC (Enterprise Electronics Corporation) დაამონტაჟა.