თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, TAV Geoergia-ს ორგანიზებით, “გლობალური შეტყობინების ფორმატის (GRF)” ტრენინგი ჩატარდა.

უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის (NAU)-ს ლექტორების მიერ ორგანიზებულ სწავლებაში მონაწილეობა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, აეროდრომის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.

გლობალური შეტყობინების ფორმატი (GRF) წარმოადგენს სინქრონიზირებული შეტყობინების სისტემას, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მდგომარეობის შესახებ. GRF- ის ტრენინგი შეიქმნა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადასვლის რისკების შემცირების ხელშეწყობის მიზნით.