Lufthansa-ს პირველ Boeing 787-9 Dreamliner-ს  გერმანიის დედაქალაქის საპატივცემულოდ “ბერლინი” ერქმევა. “ნათლობის” ცერემონია, მომავალ წელს, მწარმოებლის მიერ კომპანიისთვის ლაინერის გადაცემისთანავე გაიმართება.

“ბერლინი” იქნება ხუთიდან ერთ-ერთი  Boeing 787-9 Dreamliner-ი, რომელსაც Lufthansa 2022 წლის განმავლობაში მიიღებს. 

1960 წლიდან Lufthansa თავის თვითმფრინავებს გერმანიის ქალაქების სახელს არქმევს. 1960-იანი წლებიდან გერმანიის დედაქალაქის სახელი Boeing 707-ს ერქვა, რომელმაც ის თავის დროზე დასავლეთ გერმანიის კანცლერის ვილი ბრანდტმანისგან მიიღო. შემდეგ კი სახელი “ბერლინი Airbus A380-ის (D-AIMI) საკუთრებაში იყო

Lufthansa-ს პირველი Boeing 787-9-ის სარეგისტრაციო ნომერი იქნება D-ABPA.