2021 წლის მონაცემებით ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი რესტორნები სტამბოლშია. კომპანია Maxima Kitchen Equipment-მა ევროპის მაშტაბით კვლევა ჩაატარა, რათა ევროპაში ყველაზე იაფი და ყველაზე  ძვირადღირებული ადგილები გამოევლინა, სახლის გარეთ სადილისთვის.

ანალიზი დაფუძნებულია საშუალო და დაბალფასიან რესტორანში საშუალოდ 3 კერძიანი მენიუს ფასებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში ყველაზე იაფი რესტორნების მომსახურება სტამბოლშია. ირკვევა, რომ სტამბოლი დღეს ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქია რესტორანში წასასვლელად. ორკაციანი სადილის საშუალო ღირებულება 17,42 ევროა. თურქეთის უდიდესი ქალაქი რეიტინგს ლიდერობს იაფი რესტორნების, საშუალო დონის დაწესებულებებისა და ასევე პაბების სეგმენტში. ამან ის ევროპის ყველაზე იაფ ქალაქად აქცია.

სანქტ-პეტერბურგი მეორე ყველაზე იაფი ქალაქია ევროპაში, სადაც შეგიძლიათ სახლიდან მოშორებით ისადილოთ. ორკაციანი სადილისთვის ევროპული ვალუტის მიხედვით 21,60 ევროს გადახდა მოგიწევთ. ნევაზე მდებარე ქალაქი მონიშნული იყო იაფი რესტორნებისა და ბარების ნომინაციებში. თუმცა, საშუალო კლასის რესტორნებში კვების საშუალო ღირებულება 30,10 ევროა, რაც 10,90 ევროთი მეტია ვიდრე სტამბულში. 

ბუდაპეშტმა რესტორნის ფასებით მესამე ადგილი დაიკავა. მოგზაურობა კვების ობიექტში ორ კაცზე საშუალოდ 22.50 ევროა.. უნგრეთის დედაქალაქი ასევე ლიდერობდა ყველაზე იაფი იტალიური რესტორნების სიაში, სადაც საშუალოდ სამჯერადი კვება 31 ევრო ღირს.

რეიტინგში შემდეგ მოდიან: კიევი, პრაღა, ლისაბონი, მოსკოვი, ნეაპოლი, დუბროვნიკი, ათენი.

სამაგიეროდ ყველაზე ძვირი რესტორნის მომსახურება ოსლოშია. ოსლოში სადილი ორ ადამიანზე საშუალო ღირებულება 66,48 ევროა, რაც თითქმის 400%-ით მეტია სტამბოლში სადილის საშუალო ღირებულებაზე.

კოპენჰაგენი ევროპაში მეორე ადგილზეა რესტორანში  სადილის ღირებულებით – 63 ევრო ორ ადამიანზე. საშუალო კლასის რესტორანში სადილი ორ ადამიანზე 94.10 ევრო დაჯდება, რაც მხოლოდ 4.80 ევროთი ნაკლებია ვიდრე ოსლოში.