თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 30%-ით გაეზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 მლნ 675 ათას 58 მგზავრს მოემსახურა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 მლნ 287 ათას 228 მგზავრს. შესაბამისად 2018 წლის პირველ ნახევარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 30.13%-ით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივნისში 2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით ქვეყნის მთავარ აეროპორტში მგზავრთნაკადი 87,53%-ითაა გაზრდილი.
2016 წლის ექვს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 893 ათას 222 მგზავრს მოემსახურა.