ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 190 ათას 279 მგზავრს მოემსახურა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 133 ათას 418 მგზავრს. შესაბამისად ზრდამ 42.62%-ი შეადგინა.
2018 წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წლის 6 თვესთან შედარებით 105.30%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 92 ათას 682 მგზავრი გაატარა.