თბილისის საერთაშორისო აეროპორტს განახლებული ვებ გვერდი აქვს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, შინაარსთან ერთად განახლდა საიტის დიზაინიც, რომელიც ინფორმაციის მოძიების პროცესს უფრო მარტივს ხდის. საიტს დაემატა ორი ახალი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მგზავრი პირდაპირ რეჟიმში ადევნებს თვალს თვითმფრინავის მდებარეობას.
ვებ-გვერდის საშუალებით ინტერნეტ მომხმარებელი ფრენების განრიგის შესახებ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მიიღებს. ასევე საიტზე წარმოდგენილი ინტეგრირებული რუკით მგზავრს შეუძლია გაიგოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებული ავიაკომპანიები, თუ რა მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ ვებ გვერდზე განთავსებულ საინტერესო ინფორმაციას: რეგისტრაციის პროცედურების, საავიაციო უსაფრთხოების, დაკარგული ბარგის, შემნახველი ოთახის, ტერმინალის სერვისებისა და ავტოსადგომის შესახებ. საიტზე ინფორმაცია განთავსებულია ორ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. ინტერნეტ მომხარებელს ვებ-გვერდზე ასევე შეუძლია გაეცნოს ტავ ჯორჯიას შესახებ ყველა სიახლეს, კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და უკვე განხორციელებულ პროექტებს.