სტამბოლის ახალ აეროპორტში მუზეუმის გახსნა იგეგმება.აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეხმეტ ერსოიმ გააკეთა.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის კონკურენციას გაუწევს ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში განთავსებულ Rijksmuseum-ს“, აცხადებს მინისტრი.

მინისტრი ამბობს, რომ ყოველი მესამე მგზავრი, რომელიც თურქეთში მგზავრობს, სტამბოლში ჩადის.

„ასევე ტრანზიტული მგზავრები, რომელთაც გადაჯდომისათვის რამდენიმე საათიანი შუალედი აქვთ, რეისების ლოდინისას შესაძლებლობა ეძლევათ მუზეუმს ესტუმრონ და ასე გაატარონ დრო“ აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ აეროპორტ „სტამბოლში“ მუზეუმი 1.5 თვეში გაიხსნება.