საქართველოს მთავარ აეროპორტში მგზავრთნაკადი მხოლოდ 0,68%-ით გაიზარდა, რაც თავის მხრივ რუსეთის ავიაემბარგოს უკავშირდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რეგულარული და არარეგულარული რეისებით 2 მლნ 971 ათას 398 მგზავრი გაატარა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 951 ათას 218 მგზავრი. 2017 წლის იანვარ-სექტემბერის მონაცემებით კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით 2 მლნ 440 ათას 321-მა მგზავრმა ისარგებლა. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,68%იანი ზრდაა, 2017 წლის 9 თვესთან შედარებით კი 21,76%.