რუსეთის ავიასანქციების მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 2,01%-იანი ზრდაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 524 ათას 68 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის 9 თვეში კი 513 ათას 732 მგზავრს. შესაბამისად სახეზეა მგზავრთნაკადის 2,01%-იანი ზრდა. სტატისტიკური მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 428 ათას 314 მგზავრი გაატარა, შესაბამისად მაჩვენებელი 22,36%-ით არის გაზრდილი.