საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთნაკადი ყველაზე მეტად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გაეზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ქუთაისის აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 629 ათას 618 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის 9 ანალოგიურ პერიოდში კი 440 ათას 417 მგზავრს. შესაბამისად მგზავრთნაკადი 40%-ით გაიზარდა. 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი თითქმის გაორმაგებულია, 94%-ით. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში აეროპორტი 324 ათას 677 მგზავრს მოემსახურა.