TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრა პონევაჩ-პანას და უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს, ზოლტან ჰეგის უმასპინძლა.

თეა ზაქარაძემ სტუმრებს აეროპორტის გაფართოების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის ავიამიმოსვლის გაღრმავების შესაძლებლობებს.