ინდურმა Tata Group-მა, თავისი ჰოლდინგური კომპანიის მეშვეობით, სახელმწიფოსგან 180 მილიარდ რუპიად (2,39 მილიარდი დოლარი) კრედიტირებული ავიაკომპანია Air India გამოისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.

გარიგების შედეგად Tata Group-მა მიიღო სრული კონტროლი Air India-სა და Air India Express-ზე და ასევე შეიძინა Air India SATS-ის 50%-იანი წილი. შედეგად კი კორპორაციის წილი, შიდა საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე, 25%-მდე გაიზრდება.

გარიგების დეტალების მიხედვით, მთავრობა მიიღებს 27 მილიარდ რუპიას (358,91 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო 153 მილიარდი რუპია (2,03 მილიარდი დოლარი) ავიაკომპანიის ვალის ნაწილის დაფარვას მოხმარდება. სახელმწიფომ ასევე უნდა გადაიხადოს დარჩენილი 460 მილიარდი რუპია (6,11 მილიარდი დოლარი (ვალი). გარიგების ეს პირობა გააკრიტიკა ინდოეთის ოპოზიციამ, რის შედეგადაც გარიგებას პოლიტიკური წინააღმდეგობა შეექმნა.