იმ ფონზე, როცა ომიკრონის შტამის გამო სამგზავრო ფრენების კლების ტენდენცია გრძელდება (-36,7% გასულ კვირაში), სატვირთო ფრენებში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

EUROCONTROL-ის ცნობით, სატვირთო ფრენების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა. DHL რჩება ევროპის ქსელში ყველაზე დატვირთულ ოპერატორად – გასულ კვირაში დღიურად 227 შესრულებული ფრენით და 16%-იანი ზრდით 2019 წელთან შედარებით. მეორე ადგილზეა ASL Airlines (78 ფრენა დღეში, +1%), მესამეზე FedEx Europe (61 ფრენა, +6%), მეოთხეზე UPS (47 ფრენა, +1%).