უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისსა და ბათუმს 2021 წლის პოპულარულ მიმართულებებად ასახელებს. ავიაკომპანია გასულ წელს 2,57 მლნ მგზავრს მოემსახურა, რითაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს SkyUp Airlines-ი 106%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა ვიდრე 2020 წელს.

უკრაინულ ავიაკომპანიებს შორს SkyUp Airlines-მა შესრულებული რეისების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა. 2021 წელს SkyUp Airlines-მა 16 133 რეისი შეასრულა, რაც 2-ჯერ მეტია 2020 წელს განხორციელებულ რეისებთან შედარებით. 2021 წელს SkyUp Airlines-მა სალონით 3755 ცხოველი გადაიყვანა. მთლიანობაში წლის განმავლობაში ავიაკომპანია, საბარგო განყოფილებით, 786,5 ტონა ტვირთს მოემსახურა.

რაც შეეხება SkyUp Airlines-ის ყველაზე პოპულარულ რეგულარულ მიმართულებებს ის ასე გამოიყურება: სტამბოლი, თბილისი, ბათუმის, ირაკლიონი, დუბაი.