აჭარის მთავრობს მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისის განვითარება 2022 წლის მთავრ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში  მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად:

ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ტურისტული ბილიკის მშენებლობა და გრძელდება ხიხანის ციხის აღდგენა-რეაბილიტაცია.

ბოლო 2 წლის განმავლობაში აჭარას 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეემატა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სასტუმროები, კოტეჯები, გლემფინგები, კვების ობიექტები. სრულდება მაჭახლის ეთნოსოფლის მშენებლობა. დასრულდება კავიანის ველობილიკის მოწყობა.