ამერიკელი მსახიობი მეტ დეიმონი, რომელიც შვეიცარიაში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა, ფორუმზე ნათხოვარი ტანსაცმლით წარსდგა.
მსახიობმა ციურიხის აეროპორტში აღმოაჩინა, რომ მასთან ერთად მისი ბარგი არ ჩამოფრინდა. როგორც გაირკვა, ავიაკომპანია SWISS-მა მსახიობის ჩემოდანი დაკარგა, სადაც მსახიობის ტანსაცმელი ეწყო. ფორუმზე დასასწრებად დეიმონი მეგობარ გერი უაიტთან ერთად წავიდა და ფორუმზე საჭირო ნივთები სწორედ მეგობრისგან ითხოვა.
„ჩვენი მდგომარეობა იმ დონემდე მივიდა, რომ მე დღეს ჩემი მეგობრის ტანსაცმელს ვატარებ. რადგანაც SWISS-მა ჩემი ჩემოდანი დაკარგა“, განაცხადა მსახიობმა.
ავიაკომპანიამ მსახიობის ბარგის ადგილმდებარეობა უმალვე დაადგინა
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მეტ დეიმონმა საკუთარი პროექტის Water.org-ის პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას სუფთა წყლის მიღებაში დაეხმარება.