2019 წელს ჩინეთში პეკინ დასინის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი აეროპორტის სტატუსს შეიძენს.

აეროპორტის დიზაინი ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის მიერაა შექმნილი. ის აღჭურვილია 80 გასასვლელით.

აეროპორტი ისეა დაპროექტებული, რომ ტერმინალიდან ნებისმიერ გეიტთან მისვლა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.