ქვეყნების რეიტინგს, სადაც 2018 წელს  ყველაზე მეტი ახალი ავიამარშრუტი ამოქმედდა, აშშ ლიდერობს. როგორც რეიტინგიდან ირკვევა, აშშ-მ 2018 წელს 1 228 ახალი ავიამიმართულება შეიყვანა ექსპლუატაციაში.

anna.aero-ს ინფორმაციით, TOP-5-ში ასევე მოხვდნენ გერმანია (481 ახალი ავიამიმართულება), დიდი ბრიტანეთი (360 ახალი ავიამიმართულება), იტალია (339 ახალი ავიამიმართულება) და ესპანეთი (339 ახალი ავიამიმართულება).

ქვეყნების TOP-20, საიდანაც 2018 წელს ყველაზე მეტი ავიამარშრუტი დაიგეგმა ასე გამოიყურება: 

რაც შეეხება უშუალოდ აეროპორტს, ყველაზე მეტი ახალი ავიარეისი ბერლინის ტეგელის აეროპორტიდან განხორციელდა. წლის განმავლობაში ტეგელიდან ავიამიმოსვლა 111 მიმართულებაზე დაიწყო. რეიტინგში მეორე ადგილზეა ვენის აეროპორტი (94 ახალი ავიამიმართულება), ხოლო მესამეზე დუსელდორფის (62 ახალი ავიამიმართულება) აეროპორტი.

აეროპორტების TOP-23, საიდანაც 2018 წელს ყველაზე მეტი ავიამარშრუტი დაიგეგმა:

2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტ ახალ ავიამარშრუტს ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი მოემსახურა. საუბარია სულ 2018 ახალი ავიამარშრუტზე. მეორე ადგილზეა ავიაკომპანია Frontier Airlines-ი (192), ხოლო მესამეზე ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ი (167).

ავიაკომპანიების TOP-20, რომელმაც 2018 წელს ყველაზე მეტი ახალი ავიამარშრუტი დაიგეგმა:

2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით სულ 3 750  ახალი მარშრუტი ამოქმედდა.