სტიქიამ აეროდრომ “მიმინოს” ინფრასტრუქტურა დააზიანა. როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, რამდენიმე დღის წინ კახეთის რეგიონში სტიქიურმა მოვლენებმა უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული “მიმინოს” ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
“საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორატი უღრმეს მადლობას უხდის კახეთის რეგიონის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს, მის მოადგილეს ირაკლი შიოშვილს, ქ. თელავის მერს შოთა ნარეკლიშვილს და მათ თანამშრომლებს დროულად გამოჩენილი გულისხმიერებისა და ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ძალზედ მნიშვნელოვანი ზიანის აღდგენის საქმეში”, აცხადებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე.