უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისიდან კიევის მიმართულებით მორიგ სარეპატრაციიო რეისს შეასრულებს. სპეცრეისი ​კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე 30 ივლისისთვის იგეგმება.

აღნიშნული რეისით ავიაკომპანია მგზარების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოახდენს და შესაბამისად ბილეთებიც მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე გაიყიდება. თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს. 

რეისის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია საქართველოში SkyUp Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კომპანია “ავიაქსელში”. (+995 32 2 999 888 mail: info@avianet.ge)

აღსანიშნავია, რომ ივლისში SkyUp Airlines-ის პირველი სპეცრეისი 16 ივლისს შესრულდა, ხოლო მეორე – 23 ივლისისთვისაა ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-მა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ 3 სპეცრეისი უკვე განახორციელა.