სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები გაიზარდა. როგორც თურქული მედია წერს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ფასი 51,52%-ით გაძვირდა.

მეგაპოლისში სრული ბილეთის ფასი 15 ლირამდე გაიზარდა, სტუდენტებისთვის კი 7,32 ლირამდე.
ყოველთვიური აბონემენტი ამიერიდან 1177 ლირა ეღირება, სტუდენტებისთვის 212 ლირა.

მოკლე დისტანციებზე „დოლმუშის“ საფასური 7-დან 12 ლირამდე გაიზარდა, სტუდენტებისთვის 5-დან 8 ლირამდე.

გაძვირდა ტაქსიც. ტაქსით დაჯდომის ღირებულება ახლა 19,17 ლირა იქნება, კილომეტრის ღირებულება კი 13,75 ლირამდე გაიზარდა. მგზავრობის მინიმალური ღირებულება 70 ლირამდე გაიზარდა.