რომის ხელისუფლება ტურისტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. ამჯერად საქმე ეხება ტრევის შადრევანს.

გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, ძეგლის შესასვლელთან ტურნიკები დამონტაჟდება. შესაძლებელია, რომ შესასვლელად გარკვეული გადასახადი დაწესდეს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსგავსი წესები „ღირსშესანიშნაობებისადმი ტურისტების უპატივცემულო დამოკიდებულების გამო“ შემოაქვთ. მაგალითად, ახლახან უცხოელმა ტრევის შადრევანში მისი ერთ-ერთი ქანდაკებიდან ჩაყვინთა და იბანავა.

იტალიაში ძეგლების დაზიანებისა და შეურაცხყოფისთვის ტურისტების დაჯარიმებას დიდი ხანია განიხილავენ. მაგრამ ისინი ჯერ ოფიციალურად არ არის შემუშავებული.