2023 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 403 474 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით, 14%-იანი ზრდაა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის ივლისში 99 803 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 1%-იანი კლებაა.

რაც შეეხება იანვარ-ივლისის სტატისტიკას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 969 629 მგზავრი, +30% 2022 წელთან შედარებით, ხოლო -13% 2019 წელთან შედარებით;

7 თვის მონაცემები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 336 247 მგზავრი, +7% 2022 წელთან შედარებით, ხოლო -3% 2019 წელთან შედარებით.